დღეს რუსთავქალაქობის ტრადიციული დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები რუსთავში 11:00 საათიდან
დაიწყება. ღონისძიება სპორტული მარათონით გაიხსნება,რომელშიც მოხალისეები მიიღებენ მონაწილეობას. მარათონი სტარტს რუსთაველის ძეგლთან აიღებს და თავისუფლების მოედანზე დასრულდება.
მოეწყობა აგრეთვე ველორბოლაც.
რუსთავის მერიის ინფორმაციით დღის განმავლობაში მერიის წინ არსებულ მოედანზე, სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობი ღონისძიებები
გაიმართება.
ჩატარდება საბავშვო კონცერტები, მოეწყობა რუსთაველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა და პერფომანსები.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია კონკურსებიც, რომელში გამარჯვებულებიც სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.
დღესვე რუსთავის თეატრში საპატიო რუსთაველებს დააჯილდოვებენ, რის შემდეგაც თეატრის სცენა ანსამბლ,,რუსთავის“ კონცერტს დაეთმობა.
რუსთავქალაქობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ფოიერვერკი დაასრულებს.
რუსთავქალაქობის აღნიშვნას საფუძველი 12 წლის წინ ჩაეყარა და იგი ტრადიციისამებრ, ყოველწლიურად ოქტომბრის თვეში აღინიშნება.

















