საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში დღეს ჰოლანდიაში  
მცხოვრები ქართველი პოეტის ეკატერინე ბჟალავას კრებულის „კოსმიური პაემნის“ პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ახალგაზრდული ცენტრიდან აცნობეს, პრეზენტაციაში საზოგადოების ცნობილი სახეები ნოდარ ტაბიძე, მაყვალა გონაშვილი, ირმა სოხაძე, ოთარ ნემსაძე, გიორგი ძამუკაშვილი და ფოლკლორული ანსამბლი „ინანა“ მიიღებენ მონაწილეობას.
საღამოს ასევე, პოეტები, მხატვრები, კომპოზიტორები, მომღერლები, თეატრისა და კინოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
ახალგაზრდული ცენტრის ინფორმაციით, „კოსმიური პაემანი“ პოეტის მესამე კრებულია, რომელიც 21 წლიანი პაუზის შემდეგ გამოიცა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












