საზოგადოებას დღეს ივანე მუხრანბატონის საგვარეულო მამულში დღეს მუხრანბატონების აღდგენილი სასახლის, ისტორიული მემკვიდრეობის,  „შატო მუხრანის“
ვენახებისა და ქარხნის დათვალიერების საშუალება მიეცემა. 
როგორც „ნიუსპრესს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ ტრადიციულ რთველში და ყურძნის ძველი წესით დაწურვაში, ასევე, მოეწყობა შემოდგომის ფესტივალი. 
ღონისძიების მეორე ნაწილში ბაგრატიონთა ტყე-პარკში კონცერტი გაიმართება. სტუმრებს ქართული კერძებით და „შატო მუხრანის“ პრემიუმ კლასის ღვინოებით გაუმასპინძლდებიან.
ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ქართული ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა ცნობილი სახეები არიან მოწვეულები.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












