ეროვნულ მუზეუმში დღეს გამოფენა - ,,რეკონსტრუქცია: კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე მოდა’’ გაიმართება.
გამოფენაზე ბრიტანული მოდის მსოფლიოში ცნობილი წარმომადგენლების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი - ჰუსეინ ჩალაიანის, პიტერ ჯენსენის, სოფია კოკასალაკის, მარიოს შვაბის, პოლ სმიტის, ვივიენ ვესტვუდის და ოსმან იუსეფზადეს შემოქმედება.
გამოფენის ორგანიზატორია ბრიტანეთის საბჭო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

















