თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს გაზმომარაგება შეუწყდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს, გაზმომარაგების
შეწყვეტი მიზეზი გლდანი-ნაძალადევის რაიონში საშუალო წნევის გაზსადენზე შეჭრითი სამუშაოების ჩატარებაა.
ამ მიზნით, დღეს 22:00 საათიდან გაზმომარაგება თემქის დასახლების IV და IX კვარტლებს, გურამიშვილის გამზირის #25-41, 70, 80, 82, ბუაჩიძის ქუჩის #14-20 კორპუსებს, ასევე, სანზონის დასახლების კერძო სექტორის მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სამრეწველო და საზკვების ობიექტებს არ ექნებათ.
გათიშულ აბონენტებს გაზმომარაგება ხვალ, დილის 09:00 საათიდან ეტაპობრივად, დღის ბოლომდე აღუდგება.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოქალაქეებს გაზის დანადგარებთან სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

















