გერმანიის მაქს-პლანკის ინსტიტუტის დირექტორს იურგენ ბაზედოვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" თსუ-ს პრესსამსახურიდან აცნობეს.
ამასთან, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი ჰამბურგის მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტთან პარტნიორობით და ფოლკსვაგენის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით თემაზე - ,,კერძო სამართლის განვითარება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ტრანსფორმაცია სამართლის ტრანსპლანტაციის მეშვეობით" საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
კონფერენციაზე მიწვეული არიან ცნობილი მეცნიერები გერმანიიდან, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან.

















