დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 14:00 საათამდე
ვაშლიჯვრის დასახლებას, გოძიაშვილის, დიმიტრი ამილახვრის, 9 აპრილისა და დავით აღმაშენებლის ქუჩებს, სოფელ ზურგოვანსა და აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13 კილომეტრებს გაეთიშება.
ელექტროენერგია 10-დან 16 საათამდე მუხიანის II, IVა და IVბ მიკრორაიონებს და რუსთავის გზატკეცილს არ მიეწოდება.
10-დან 17 საათამდე კი, ელექტრომომარაგება გლდანის ხევის დასახლებას, მაისურაძის ქუჩას, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტალს, ქეთევან წამებულის, ლაგოდეხისა და ფაღავას ქუჩებს შეეზღუდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეზღუდვა ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა–ფშაველას IV კვარტლის, ნუცუბიძის II მიკრორაიონის, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის და ბაზალეთის ქუჩებს შეეხება.
შუქი 10-დან 18:00 საათამდე ჯავის, კოკინაკის, იმერეთის, სტურუას, ხუდადოვისა და კელაპტრიშვილის ქუჩებს, მოსკოვის გამზირს და ლილოს დასახლებას გაეთიშება.
ენერგომომარაგება 11-დან 16:00 საათამდე აღმაშენებლის გამზირს, ცაბაძის ქუჩას, პეკინის გამზირს, შარტავას, კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებს შეუწყდება.

















