logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ქართველი ავტომრბოლელი დათა ქაჯაია ევროპის თასის მფლობელი გახდა
ქართველი ავტომრბოლელი დათა ქაჯაია ევროპის თასის მფლობელი გახდა
23:32 15.10.2012
ქართველი ავტომრბოლელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდისწევრი დათა ქაჯაია „ლეგენდის“ კლასში ევროპის თასის (LEGENDS CARS CUP) მფლობელი გახდა. ქაჯაია საფრანგეთიდან სამშობლოში დღეს განთენიისას 03:00 საათზე ჩამოფრინდება, აეროპორტში კი, მას გულშემატკივრები, საავტომობილო ფედერაციის წარმომადგენლები და ავტომოყვარულები დახვდებიან მედიის წარმომადგენლებთან ერთად. 
ქაჯაიასთან ერთად სამშობლოში მეორე ქართველი მრბოლელი კოტე კოლიაშვილიც დაბრუნდება, რომელიც ევროპის თასის გათამაშებაში პრესტიჟული მეშვიდე ადგილის მფლობელი გახდა.
საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის ინფორმაციით, ქაჯაიამ 7 ეტაპის რბოლის შედეგად 805 ქულა დააგროვა და მეორე ადგილოსანი მოწინააღმდეგე სრული 37 ქულით ჩამოიტოვა.ევროპაში მიღწეული წარმატების მიუხედავად, ქაჯაიას საქართველოს ჩემპიონობისთვის კიდევ სამი რთული რბოლა ელის, რომლებიც 21, 28 ოქტომბერს და 4 ნოემბერს საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართება.
„დათა ქაჯაია ევროპის თასის გამარჯვებულია და ეს ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა. იგი არის პირველი ქართველი მრბოლელი, რომელიც ევროპის თასის მფლობელი გახდა. მეორეს მხრივ კი, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართველ მრბოლელებს შეუძლიათ ნებისმიერი რანგის ჩემპიონატი მოიგონ,“ - აცხადებს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მევლუდ მელაძე.
ევროპის თასის მოსაპოვებლად 7 ეტაპად დაყოფილი რბოლები ევროპის სხავადსხვა ქვეყნებში მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დასკვნითი ეტაპი კი, 14 ოქტომბერს საფრანგეთში გაიმართა, სადაც ევროპის თასის მოსაპოვებლად ქართველ მრბოლელთან ერთად, ევროპის საუკეთესო პილოტები ასპარეზობდნენ.
„ევროპის ჩემპიონატზე იმ მიზნით გავემგზავრე, რომ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისთვის გამოცდილება გამეღრმავებინა, თუმცა, პირიქით გამოვიდა. ფაქტია, რომ საქართველოს ჩემპიონატზე უფრო ძლიერი კონკურენციაა, ვიდრე ევროპის თასის გათამაშებაზე და სწორედ სამშობლოში მიღებული გამოცდილება დამეხმარა გამარჯვების მოპოვებაში“ - აცხადებს ევროპის თასის მფლობელი დათა ქაჯაია.
ჩემპიონატმა სტარტი 2012 წლის აპრილში აიღო, 7 ეტაპად ჩატარდა და 13-14 ოქტომბერს საფრანგეთში ,,ლედენონ’’-ის სარბოლო ტრასაზე დასკვნითი ეტაპით დასრულდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა