თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ქვესადგურში
„ცენტროლიტი” სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეყწყდება. შეზღუდვა შეეხება ბარალეთის და ლიბანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება აგრეთვე გლდანის IIIა და V მიკრორაიონის, ხანძთელის და სხვიტორის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე კი - გლდანის ხევსა და კაჭარავას ქუჩას.
სარემონტო სამუშაოების გამო დღესვე 10:00-დან 18:00 საათამდე სამგორში წმინდა ბარბარეს და ნაკადულის ქუჩების მაცხოვრებლებს შუქი გაეთიშებათ. 10:00-დან 18:00 საათამდე კი, ელექტროენერიგიის მიწოდება შეეზღუდება ნაძალადევის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა ეხება გურამიშვილის გამზირის, თემქის III მიკრორაიონის V კვარტლის, ქვიშხეთის, ვარდისუბნის, ცოტნე დადიანის და ღრმაღელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ დიდუბის რაიონში ბათუმის ქუჩისა და კრწანისში, გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00-დან 17:00 საათამდე შუქი გაეთიშება მთაწმინდის რაიონის ნაწილსაც - სოფელ ტაბახმელას და წავკისის მაცხოვრებლებს.

















