რეპერ ბერა ივანიშვილის თბილისური სოლო კონცერტი 20 ოქტომბერს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შედგება.
ამის შესახებ მომღერალი თავის გვერდზე Facebook-ში იტყობინება.
რეპერის თქმით, სოლო კონცერტი დედაქალაქში წინასაარჩევნოდ სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენჯერმე გადაიდო.
კონცერტი 20.00 საათზე დაიწყება.

















