პურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისობის“ ფარგლებში ბაზიერების შოუ მიმდინარეობს.
შოუში როგორც თბილისელი ასევე გურიიდან და სამეგრელოდან ჩამოსული ბაზიერები მონაწილეობენ.
გამოფენაში 10-მდე ბაზიერი მონაწილეობს. წარმოდგენილია მიმინო, ქორი, შევარდენი და არწივის სხვადასხვა სახეობები.
ორგანიზატორების განცხადებით, ისინი „თბილისობის“ დღესასწაულში 2005 წლიდან მონაწილეობენ.
ბაზიერების შოუ 16.00 საათამდე გაგრძელდება.

















