სახალხო დღესასწაულ „თბილისობის“ ფარგლებში მეტეხის ხიდზე ავტოშოუ მიმდინარეობს.
როგორც „ნიუსპრესს“ ავტოშოუს ორგანიზატორმა ლაშა წიკლაურმა განუცხადა, გამოფენაზე 50-მდე ანტიკვარული და თანამედროვე მანქანაა წარმოდგენილი.
მისივე განცხადებით, ავტოშოუ „თბილისობის“ ფარგლებში 2008 წლიდან ტარდება და მასზე დამთვალიერებელს ავტომანქანების როგორც დათვალიერება, ასევე ყიდვა შეუძლია.
„შარშანდელი ავტოშოუსგან განსხვავებით, წელს რუსთავის ავტობაზრობიდან სპორტული მანქანები ჩამოვიყვანეთ. წარმოდგენეილია, ასევე ახალი და ანტიკვარული მოდელები დ რაც მთავარია, ისინი უპრეცედენტოდ დაბალ ფასად იყიდება“-განაცხადა წიკლაურმა.
მისი თქმით, მოთხოვნა ძირითადად თანამედროვე ავტომანქანებზეა. შესაბამისად, დღის განმავლობაში საშუალოდ 5-6 მანქანა იყიდება.
მეტეხის ხიდზე გამოფენილი ავტომანქანებიდან ყველაზე ძველი 1935 წლის „მერსედერი“ და 1936 წელს გამოშვებული „BMV“-ს მარკის ავტომობილია წარმოდგენილი.
„თბილისობის“ ფარგლებში მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. კერძოდ, მეიდანზე მოწყობილ საწნახელში მალე ყურძნის დაწურვა დაიწყება და ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი გაიმართება.

















