კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი „თბილისობის“ ფარგლებში დღეს დაგეგმილ ღონისძიებებს არ დაესწრება.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, არც ბიძინა ივანიშვილის და არც სხვა ლიდერების „თბილისობაზე“ დასწრება დაგეგმილი არ არის.
თუმცა პრესსპიკერი არ გამორიცხავს, რომ რომელიმე ლიდერი ღონისძიებებს საკუთარი ინიციატივით დაესწროს.
დღეს „თბილისობის“ მეორე დღეა. 12:00 საათზე თბილისობის ფარგლებში მეიდანზე ტრადიციულად საწნახელი მოეწყობა, ამავე ადგილას 19:00 საათზე ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტია დაგეგმილი. 12:00 საათზე მეიდანზე ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი ჩატარდება, ხოლო 12:00-20:00 საათამდე დამთვალიერებლისთვის მეტეხის ხიდზე ავტოშოუ მოეწობა.
„თბილისობა 2012“ 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

















