საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალმა საქართველოში“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.
როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, კომპანიას ნუმერაციის რესურსი - 900 001 000-900 001 099, სულ ასი სააბონენტო ნომერი, ინტელექტუალური ქსელებით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის გამოეყო.
ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა საქართველოს მთელი ტერიტორია.

















