დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის მიუხედავად, მოსახლეობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, მთელი ქვეყნის ენერგომომარაგებაში მცირე შეფერხებები ფიქსირდება, თუმცა ეს დიდთოვლობას არ უკავშირდება. მასშტაბურ შეზღუდვებს მხოლოდ ელექტროსადენებისა და გარე ქვესადგურების დაზიანება იწვევს.
"ენერგო-პროს" ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროსადენებზე დაზიანება არ ფიქსირდება.

















