ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის 40%- გუშინ გაიყიდა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ იყიდა. ამის შესახებ ჟურნალი „ლიბერალი“ იუწყება.
გამოცემის ცნობით, 4 ოქტომბერს ჩატარებული პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, დავით ყარამანიშვილმა თავისი კუთვნილი 90%-იანი წილიდან 40% 0.5 მლნ აშშ დოლარად „მედია ჯორჯიას” მიყიდა, რომელიც კეზერაშვილმა გუშინ დააფუძნა.
საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ შპს „მედია ჯორჯია“ 2012 წლის 3 ოქტომბერს დაფუძნდა.

















