სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს საბურთალოს ნაწილს ელექტრომომარაგება ერთი საათით გაეთიშა.
როგორც "ნიუსპრესს" "თელასიდან" აცნობეს, 10.00 საათიდან 11.00 საათამდე შეზღუდვა ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების, საბურთალოს, თამარაშვილის, ცინცაძის, შევარდენიძის, ანტონოვსკაიას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს ეხება.
სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

















