საერთო სამოქალაქო მოძრაობამ „მრავალეროვანმა საქართველომ“ დღეს მედიაცენტრში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასება წარადგინა.
როგორც აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ალექსანდრა კალატოზიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ორგანიზაცია დაკვირვებას საქართველოს 5 რეგიონში - სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-მთიანეთში აწარმოებდა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა მოიცავდა, იმ რეგიონებს, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ცხოვრობენ.
როგორც კალატოზიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ორგანიზაციის დამკვირვებლები სადამკვირვებლო მისიას ახორციელებდნენ შეზღუდევებისა და ხელის შეშლის გარეშე, თუმცა, დაფიქსირდა ორგანიზაციის დამკვირვებელზე მუქარის და დამკვირვებლის არ შეშვების ფაქტი. ადგილი ჰქონდა გარვეულ ხარვეზებს უბნის გახსნის პროცედურების ჩატარებისას; გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობდა კენჭისყრის პროცესიც.
როგორც კალატოზიშვილი აცხადებს, საერთო ჯამში ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ 43 საჩივარი დაიწერა.
მისი თქმით, მიუხედავად გამოვლენილი ხარვეზებისა, საარჩევნო პროცესი გამჭვირვალობისა და სამართლიანობის მოთხოვნებს შეესაბამებოდა.

















