logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“ შესაბამის ორგანოებს ხაშურში შექმნილ ვითარებაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“ შესაბამის ორგანოებს ხაშურში შექმნილ ვითარებაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
01:53 02.10.2012
ხაშურში საარჩევნო უბნებთან შექმნილ დაძაბულ სიტუაციასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.

ორგანოზაციის ინფორმაციით, ხაშურის ოლქის რამდენიმე უბანზე სპეცდანიშნულების რაზმები შევიდნენ და შემაჯამებელი ოქმები გადააკეთეს.

„46-ე უბანზე მყოფი ჩვენი დამკვირვებლის თქმით, ხმების დათვლის დროს შემჯამებელ ოქმში დაფიქსირდა, რომ „ქართულმა ოცნებამ” ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა, მცირე ხნის შემდეგ უბანზე გამოჩნდნენ შეირაღებული პირები, რომლებმაც ყველა დამკვირვებელი შენობიდან გაყარეს. შედეგად, დაიწერა ახალი შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც უკვე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვა. საოლქო კომისიამ სწორედ ეს ოქმი ჩაიბარა. ჩვენი კიდევ ერთი დამკვირვებლის ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმი ასევე შეიჭრა მე-19 უბანზე, სადაც დამკვირებლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და უბნიდან გამოაძევეს “ - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ხაშურში მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია „გამჭვირვალობას“ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ მიაწოდა, რომლის ინფორმაციით, მე-5 და მე-45 უბანშიც სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა. ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხაშურის სხვა უბნებზეც იგივე ხდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს მყისიერი რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ დარღვევებზე და მიიღონ შესაბამისი ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მთლიანი ოლქის შედეგები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა