პოეტ დავით მაღრაძის განცხადებით, რომელიც ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე იმყოფება, საქართველოში არსებული ერთ-ერთი პოლიტიკური
მოძრაობა „თავისსავე ცოცხზე ჩამოიმსხვრა“.
როგორც მაღრაძემ მოედანზე კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისადმი მიმართვის დროს განაცხადა, აღნიშნულმა პოლიტიკურმა მოძრაობამ ქვეყნის მასშტაბით მთელი სახელისუფლებო რესურსი ჩართო, მაგრამ ერთი სტადიონიც ვერ გაავსო.
„ეს არის ამ ძალის ნამდვილი სახე და შეიძლება ითქვას, რომ ეს მოძრაობა თავისავე ცოცხზე ჩამოიმხსვრა. ხოლო ყველამ კარგად ნახა, ნებაყოფლობით რამდენი ათეული ათასი ადამიანი იდგა 29 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე“ - განაცხადა მან.
თავისუფლების მოედანზე შეკრებილ კოალიციის მხარდამჭერებს თანამოაზრეები ლესელიძის ქუჩის მხრიდან უერთდებიან.

















