საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგა“ დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლს ჩაატარებს და ხმების პარალელურ დათვლას განახორციელებს.
„ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარის კოკა გუნცაძის განმარტებით, „ამომრჩეველთა ლიგამ“ ამერიკულ პარტნიორ ორგანიზაცია „ბარსელო ენდ კომპანისთან“ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმების საფუძველზე აღნიშნული ორგანიზაციის კონსულტაციით, „ამომრჩეველთა ლიგა“ ეგზიტპოლების ჩატარებასთან ერთად, ხმების პარალელურ დათვლასაც განახორციელებს.
„ამომრჩეველთა ლიგის“ 2 400 წარმომადგენელი საქართველოს მასშტაბით ყოველ მესამე საარჩევნო უბანზე ხმების პარალელურ დათვლას განახორციელებს. გარდა ამისა, "ამომრჩეველთა ლიგა" 400 უბანზე ეგზიტპოლს ჩაატარებს. ეგზიტპოლი ჩატარდება ყველა წესის დაცვით. გამოიკითხება ყოველი მეშვიდე ამომრჩეველი. გამოკითხვა ანონიმურობის სრული დაცვით ჩატარდება“- განაცხადა გუნცაძემ.
„ამომრჩეველთა ლიგა“ ეგზიტპოლის შედეგებს დღეს 20:00 საათზე გამოაქვეყნებს, ხოლო პარალელური დათვლის შედეგებს დღის ბოლოს შეაჯამებს.

















