მტკვარმა ე.წ ზეემკას დასახლებაში 80 წლის ეთერ დიღმელაშვილის ცხედარი გამორიყა.
როგორც „ნიუსპრესს“ სამაშველო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ქალბატონი სამი დღის დაკარგული იყო და მისი ცხედრის აღმოჩენა დღეს დილით მოხერხდა.
ცხედარს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება.
როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ეთერ დიღმელაშვილი მტკვარში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა.

















