სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს მოქალაქეებს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, არჩვენებისთვის მსგავსი რთული მზადება საქართველოში ჯერ არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალიდნელი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია.
პატრიარქი იმედოვნებს, რომ არჩევნები არ გაყალბდება. მისი თქმით, ხალხმა ის უნდა აირჩიოს, ვინც მას სურს.
„ხმა ერისა ხმა ღვთისაა. არჩევნებზე სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, რომ ჩვენმა ერმა გაიხაროს. სამართალი მშვიდობის საფუძველია“ - ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქი უფალს შესთხოვს, რომ სიმშვიდის დაცვით სიბრძნე მოგვმადლოს.
მისივე თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენ უკან ზეციური სამშობლო და ჩვენი წინაპრებია.
„თუ დარბეული იქნება არჩევნები, რა უნდა ვუთხრათ ღმერთს? იმედი მაქვს, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდება და არავითარი წინააღმდეგობა არ იქნება“ - ბრძანა პატრიარქმა და დაძინა, რომ არჩვენებში გაიმარჯვებს ის, ვისაც ხალხი აირჩევს.

















