logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
The Washington Post - საქართველოს დედაქალაქმა, თბილისმა დიდი ხანია აქცია ზურგი სააკაშვილს
The Washington Post - საქართველოს დედაქალაქმა, თბილისმა დიდი ხანია აქცია ზურგი სააკაშვილს
12:22 30.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ გუშინ თბილისში გამართულ აქციას ამერიკული გამოცემა The Washington Post გამოეხმაურა.

როგორც გამოცემა წერს, დაახლოებით 100 000 ოპოზიციური მხარდამჭერი გამოვიდა შაბათს საქართველოს დედაქალაქში, რათა ეჩვენებინა ძალა იმ საპარლამენტო არჩევნების წინ, რომლებიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მომავლისათვის ყველაზე დიდი გამოწვევაა მას მერე, რაც ისინი 2004 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ.

„საქართველოს დედაქალაქმა, თბილისმა დიდი ხანია აქცია ზურგი სააკაშვილს. ისინი შეწუხებულნი არიან იმით, რასაც თავად ავტორიტარულ მმართველობას უწოდებენ, მიუთითებენ იმაზე, რომ სააკაშვილი აკონტროლებს პარლამენტს, სასამართლოს და პროკურატურას“- აღნიშნულია „ვოშინგტონ პოსტის“ წერილში.

გამოცემა წერს, რომ ორშაბათის არჩევნებზე, პრეზიდენტი წნეხის ქვეშ იქნება, რათა დაამტკიცოს მისი ერთგულება დემოკრატიისადმი და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს.


„სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ახლა დაახლოებით 80 ადგილი აქვს პარლამენტში, უპირისპირდება „ქართულ ოცნებას“, კოალიციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. ივანიშვილი მილიარდერია და მან თავისი ქონება რუსეთში შეიძინა. დამკვირვებელთა უმეტესობას მიაჩნია, რომ განსხვავება ძალიან მცირეა, თუმცა, ფიქრობენ, რომ უპირატესობა მაინც მმართველ პარტიას აქვს“ - აღნიშნავს გამოცემა.

„ვოშინგტონ პოსტი“ წერს, რომ სააკაშვილის კამპანიამ ძლიერი დარტყმა მიიღო, როდესაც ორი კვირის წინ შოკისმომგვრელი ვიდეოები გავრცელდა – თბილისის ციხეში პატიმრებს სცემდნენ და აუპატიურებდნენ. მთავრობამ მკვირცხლად იმოქმედა, რათა შეეჩერებინა რისხვა – შეცვალა კაბინეტი, დააპატიმრა ციხის თანამშრომლები მაგრამ ბევრმა ვიდეოჩანაწრები ისე აღიქვა, როგორც ძალის გამეტება მთავრობის მიერ.

„როდესაც 2004 წელს სააკაშვილი მთავრობაში მოვიდა, საქართველო თითქმის არშემდგარ ქვეყანა იყო, მან წარმატებით ალაგმა კრიმინალური ბოსები, რომლებიც მართავდნენ ქუჩას, აღმოფხვრა წვრილმანი კორუფცია, აღადგინა საჯარო სამსახურები და წამოიწყო რეფორმები, რომლებმაც შედეგად მაღალი ეკონომიკური ზრდა გამოიღო, მაგრამ სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებლები ისევ ძალიან მაღალია. ივანიშვილს მხარს განათლებული, პროფესიონალი და კულტრული თბილისელები უჭერენ, ქალაქის მოსახლეობა კი 4.5 მილიონიანი ქვეყნის მესამედს შეადგენს. ბევრ მათგანს, ცნობილი თეატრების დირექტორებს და მსახიობებს ის პირდაპირ აფინანსებდა. ახლა ივანიშვილს 6.4 მილიარდი აქვს და ის ამბობს, რომ მთლიანად 1.7 მილიარდი დახარჯა საქართველოს დასახმარებლად. ცნობილია, რომ ის უხდიდა ხელფასებს მთავრობის წევრებს მაშინ, როდესაც სააკაშვილი პირველად მოვიდა ხელისუფლებაში და ყიდულობდა მანქანებს ახალი პოლიციისთვის“ - ნათქვამია წერილიში, რომლის თანახმად, სააკაშვილმა სცადა თავისი ყოფილი პატრონის დისკრედიტაცია მოეხდინა და ივარაუდა, რომ მას უცხოეთში მცხოვრებ კრიმინალურ ბოსებთან აქვს კავშირი. შაბათს ივანიშვილმა ამ ბრალდებებს უპასუხა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა