"მე-9 არხისათვის"(შპს "იგრიკა") რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მინიჭების თაობაზე, სააუქციონო სხდომის ჩატარების თარიღი ხვალ გადაწყდება.
კომუნიკაციების კომისიაში სხდომა 16.00 საათზეა დაგეგმილი.
ლიცენზიის საწყისი ღირებულება 8 720 ლარია. აუქციონზე ერთი ბიჯის ფასი კი, 436 ლარს შეადგენს.
კომუნიკაციების კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2011 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №47–ში განთავსებული სტუდიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" სათაო სადგურამდე; მობილური სადგურიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე და მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №47–ში განთავსებული სტუდიამდე რადიოსარელეო კავშირისთვის ლიცენზია შპს "იგრიკა"-მ მოითხოვა.

















