თავისუფლების მოადანზე კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი აქციის მოლოდინში ხალხი უკვე შეკრებილია.
ამ წუთებში ქართული ესტრადის წარმომადგენლები სიმღერებს ასრულებენ და მოსახლეობას სიტყვითაც მიმართავენ. უკვე ადგილზე იმყოფებიან კოალიციის ლიდერებიც.
თავისუფლების მოედანი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით მთლიანად სავსეა. რამდენიმე წუთში მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას თბილისის ოთხ წერტილში შეკრებილი მხარდამჭერთა ნაკადებიც შეუერთდება.
საარჩევნო კამპანიის დასკვნითი აქცია რამდენიმე წუთში დაიწყება. მხარადმჭერებს სიტყვით „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.

















