საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დღეს და ხვალ სექტემბერს ყველა ეპარქიაში საქართველოს ქალაქები და სოფლები იკურთხება.
ამის შესახებ დღეს განცხადება კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გააკეთა.
მისი თქმით, წირვის შემდეგ მოძღვრები და მრევლი საეკლესიო ბაირაღებითა და ჯვარ-ხატებით, ლოცვითა და გალობით, ნაკურთხი წყლის სხურებით თავისი ტაძრების მიმდებარე ტერიტორიას შემოივლიან და შემდეგ, წინასწარ დადგენილი მარშრუტით სხვა ტაძრების მღვდელმსახურებსა და მრევლს შეუერთდებიან.
სხვადასხვა ტაძრებიდან გაერთიანებული მრევლი ერთად, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი პარაკლისს შეასრულებს.
რამდენჯერმე წაიკითხავენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი ლოცვას - „მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო“.

















