ფილარმონიასთან პატიმართა სოლიდარობის ნიშნად, უფლებადამცველების და სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვენ, ვინც პატიმრების წამებაში მონაწილეობდნენ. მეორე ძირითადი მოთხოვნა კი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.
სამოქალაქო საზოგადოების და უფლებადამცველების საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ტელეკომპანიის მეშვეობით, პატიმართა წამების ამსახველი ვიდომასალა გავრცელდა.
პატიმართა სოლიდარობის აქცია ფილარმონიასთან უკვე მე-9 დღეა მიმდინარეობს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დღეს იქნება ბოლო აქცია არჩევნებამდე.

















