logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საქართველოს საპატრიარქო და ამიერკავკასიის მუსლიმთა საქართველოს წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებენ
საქართველოს საპატრიარქო და ამიერკავკასიის მუსლიმთა საქართველოს წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებენ
15:54 28.09.2012
საქართველოს საპატრიარქოს და ამიერკავკასიის მუსლიმთა საქართველოს წარმომადგენლობა ფილმ „მუსულმანთა უცოდველობის” საჯაროდ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს,  რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც ყველასთვის ცნობილია, ადამიანის უფლებების დაცვა გულისხმობს თავისუფლებით სარგებლობის კულტურას ანუ გარკვეული პასუხისმგებლობისა და მოვალეობის ნებაყოფლობით გათვალისწინებას, რაც თავისუფლების განუყოფელი ნაწილია.

იგივე ითქმის გამოხატვის თავისუფლების შესახებაც, განსაკუთრებით კი, ისეთ თემებთან მიმართებაში, როგორიცაა სხვათა უფლებები, რელიგური და ტრადიციული ფასეულობები...

აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკლესია და ამიერკავკასიის მუსლიმთა საქართველოს წარმომადგენლობა დაუშვებლად მიიჩნევენ ფილმ „მუსულმანთა უცოდველობის” საჯაროდ ჩვენებას, რამაც შეურაცხყო მილიონობით ადამიანი და მათი სამართლიანი აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ამგვარ პრობლემებს ადგილი აქვს როგორც ისლამთან, ისე სხვა რელიგიებთან მიმართებაში. არაერთხელ ვყოფილვართ მომსწრენი საჯარო სივრცეში ქრისტიანთა რელიგიური გრძნობების მკრეხელური სახით შელახვისა. სამწუხაროდ, ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა საქართველოშიც.

ამგვარი ქმედებები აღვივებს რელიგიურ შუღლს და ცალკეულ ქვეყნებში და საერთაშორისო მასშტაბითაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რადგან იწვევს პროტესტის აგრესიულ ფორმებს, რაც, მართალია, სრულიად მიუღებელია, მაგრამ მსოფლიო დღესაც ამ რეალობის წინაშე დგას.

ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს და თავისი წვლილი შეიტანოს, რომ მომავალში მსგავსი დაპირისპირებები თავიდან იქნას აცილებული, რაც გულისხმობს გამოხატვის უფლებას ისე, რომ არ დაირღვას სხვათა უფლებები“ - ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა