თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის რამდენიმე უსახელო ქუჩას და სკვერს სახელები მიენიჭა.
კერძოდ, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ვაკე-საბურთალოს რაიონში ყიფშიძის ქუჩის მახლობლად მდებარე უსახელო სკვერს ჰამლეტ გონაშვილის სახელი მიენიჭა.
ასევე, სახელები მიენიჭა ვაკე-საბურთალოს რაიონის სოფელ დიღმის 6 ქუჩას. 61-ე ქუჩას დიღმის ველის ქუჩა ეწოდა, 62-ე, 63-ე, 64-ე, 65- და 66-ე ქუჩებს შესაბამისად - დიღმურას, ლომისხევის, ხილის, კიდობანების და ფშატების სახელი დაერქვა.

















