ფილარმონიასთან 18 სექტემბერს გვიან ღამით დაწყებული აქციები, რომელიც პატიმართა წამების წინააღმდეგ იყო მიმართული, დღეს დასრულდება.
ორგანიზატორების განცხადებით, აქცია ფილარმონიასთან დღეს 17.00 საათზე გაიმართება და იგი ბოლო შეკრება იქნება არჩევნებამდე.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ალექსანდრე კობაიძემ აღნიშნა, ახალგაზრდები და უფლებადამცველები პრინციპულები იქნებიან და თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდა, არჩევნების შემდეგ აქცია ახალი ძალით განახლდება. მოთხოვნები კი, ყველა იმ პირის დასჯა და პასუხისგებაში მიცემაა, ვინც პატიმართა წამებასთან არის კავშირში.
სტუდენტებისა და უფლებადამცველების საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც შსს-მ და რამდენიმე ტელეკომპანიამ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეო კადრები გაავრცელა.

















