არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წინასაარჩევნო ანგარიშის პრეზენტაციას - „წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგები“ გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, კვლევა განხორციელდა პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“ ფარგლებში.
ანგარიშში გაანალიზებულია წინასაარჩევნო პროცესები 2012 წლის 1 აგვისტოდან 28 ოქტომბრამდე და განხილულია პოლიტიკური ნიშნით ადამიანებზე ზეწოლის ფაქტები, ასევე, სახელმწიფოს სამართლებრივი და ინსტიტუციური რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების შემთხვევები.
პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართება.

















