თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთან შეხვედრასთან დაკავშირებით, დღეს ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნულ ღონისძიებაზე დიდი რაოდენობით მოქალაქეთა დასწრება იგეგმება. შესაბამისად, შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება.
დილიდან წერეთლის, ცაბაძისა და დიდუბის ქუჩებზე პარკირება შეიზღუდება. ასევე, 15:00 საათიდან მოძრაობა შეწყდება წერეთლის, ცაბაძისა და დიდუბის ქუჩებზე, ხოლო თამარ მეფისა და მარცხენა სანაპიროს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება გარკვეული შეზღუდვებით.
თბილისის მერია მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, გაითავლისწინონ აღნიშნული შეზღუდვები და ალტერნატიული მარშუტები გამოიყენონ.
ასევე, შეზღუდვით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, თითოეულ მარშუტთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ მერიის ცხელი ხაზზე - 272 22 22.

















