პატრიარქის ლოცვა-კურთხევით განხორციელებული დედაქალაქის კურთხევა უკვე დასრულებულია.
პატრიარქმა მეტეხის ხიდზე 100 ათასი მოწამის სახელზე პარაკლისი აღავლინა.
პატრიარქმა პარაკლისზე შეკრებილ მრევლს და სრულიად საქართველოს მშვიდობა უსურვა.
ილია მეორემ მეტეხის ხიდზე შეკრებილებს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გადანაცვლებისკენ მოუწოდა, სადაც 19 წლის წინ დღევანდელ დღეს აფხაზეთის ომში დაღულთა მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართება.

















