თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით, ხვალ ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნულ ღონისძიებაზე დიდი რაოდენობით მოქალაქეთა დასწრება იგეგმება. შესაბამისად, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
მერიის ცნობით, ხვალ დილიდან წერეთლის, ცაბაძისა და დიდუბის ქუჩებზე პარკირება შეიზღუდება. 15:00 საათიდან კი, მოძრაობა შეწყდება წერეთლის, ცაბაძისა და დიდუბის ქუჩებზე, ხოლო თამარ მეფისა და მარცხენა სანაპიროს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება გარკვეული შეზღუდვებით.
თბილისის მერია მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, გაითვალისწინოს აღნიშნული შეზღუდვები და ალტერნატიული მარშუტები გამოიყენოს.
ასევე, შეზღუდვით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, თითოეულ მარშრუტთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ მერიის ცხელ ხაზზე - 272 22 22.

















