საქართველოს სხვადასხვა სოფელში მედიაცენტრები მოეწყობა.
მედიაცენტრებში მოსახლეობა ინფორმაციას გაზეთების, ინტერნეტისა და ტელევიზიის საშუალებით მიიღებს.
პროექტის მიზანი ბეჭდური და ელექტრონული მედიის პოპულარიზაციაა.
პირველ ეტაპზე მედიაცენტრები გურიის რეგიონში მოეწყობა, შემდეგ კი, სხვა რეგიონებსაც მოიცავს.
პროექტს "მედია-წიგნიერების ხელშეწყობა საქართველოში" საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი და არასამთავრობო ორგანიზაცია "Post-ალიონი" განახორციელებენ.

















