თბილისის კურთხევაში მონაწილე მომლოცველები უკვე მეტეხის ხიდზე არიან. მათ ხიდთან ისნიდან მსვლელობით დაძრული მომლოცველთა ნაკადი დახვდა.
მეტეხის ხიდზე პარაკლისს 100 ათასი მოწამის სახელზე უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შეასრულებს.
თბილისის კურთხევა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს.
დედაქალაქის კურთხევის ფარგლებში მომლოცველთა ფეხით მსვლელობა, რომელიც გმირთა მოედნიდან დაიწყო, მეტეხის ხიდზე დასრულდება.

















