მეტეხის ხიდისკენ მიმავალი მომლოცველები რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან. თბილისის სამი სხვადასხვა ეკლესიიდან დაძრული სასულიერო პირები და მრევლი
ფეხით მსვლელობით მეტეხის ხიდისკენ მიემართებიან, სადაც 18.00 საათზე 100 ათასი მოწამის სახელზე პარაკლისი შესრულდება.
ფეხით მსვლელობას სასულიერი პირები მიუძღვებიან, რომლებიც ამავდროულად ქალაქს აკურთხებენ.
მსვლელობაში მონაწილე ხaლხის სიმრავლის გამო რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეზღუდულია.
ქალაქის კურთხევა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით მიმდინარეობს.

















