სასულიერო პირები და სხვადასხვა ეკლესიის მრევლი, რომლებიც თბილისის კურთხევაში მონაწილეობისთვის გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ, მეტეხის ხიდისკენ მიემართებიან.
მომლოცველები ფეხით მსვლელობით მელიქიშვილის გამზირით გადაადგილდებიან. მსვლელობას სასულიერო პირები მიუძღვებიან, რომლებიც გზადაგზა ქალაქს აკურთხებენ.
ფილარმონიასთან ვაკისა და დიდუბის რაიონებიდან წამოსული ხალხის ნაკადს, საბურთალოზე შეკრებილი მრევლი შეუერთდა.
ამ დროისთვის, მსვლელობის გამო, მელიქიშვილის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
მეტეხის ხიდთან მისვლის შემდეგ, 100 ათასი მოწამის სახელზე პარაკლისს გადაიხდიან.

















