დედაქალაქის კურთხევაში, სავარაუდოდ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიღებს მონაწილეობას.
როგორც სამების საკათედრო ტაძარში ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის“ ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის კურთხევას ორგანიზებას “დავითიანის“ წარმომადგენლები უწევენ.
მისი თქმით, დედაქალაქის კურთხევა დღეს 4 მიმართულებიდან დაიწყება და ჯვრის სახეს მიიღებს.
კერძოდ, კურთხევა დაიწყება წმინდა ბარბარეს სახელობის, ვაჟა-ფშაველას, კინო „საქართველოს“ და ისნის ტერიტორიაზე არსებული ტაძრებიდან და ვაკე-საბურთალოზე მდებარე ამაღლების სახელობის ტაძრიდან.
სვანაძის განცხადებით, მსვლელობა 14.00 საათზე დაიწყება. მსვლელობის სამი ნაკადი 16.00 საათზე გმირთა მოედანზე გაერთიანდება, სადაც ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა გმირებისთვის მცირე პარაკლისს გადაიხდიან.
გმირთა მოედნიდან მსვლელობა მეტეხის ხიდისკენ გაიმართება, სადაც 18.00 საათზე პარაკლისი ჩატარდება.

















