ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით და შექმნილი რთული სიტუაციის გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა
და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დღეს თბილისის კურთხევა იგეგმება.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოდან აცნობეს, ლოცვით, ნაკურთხი წლის სხურებითა და ჯვარ-ხატებით მსვლელობა სასულიერო პირების მონაწილებით დაიწყება ოთხი მიმართულებიდან - ვაკიდან - საბურთალოს პანთეონი, ამაღლების ტაძრიდან, ვაჟა-ფშაველადან წმინდა ბარბარეს ტაძრიდან, კინოთეატრ „საქართველოდან“ (წმინდა ბარბარეს ტაძრიდან) და ასევე წმინდა ბარბარეს სახელობის (ქვედა) ეკლესიიდან (ქინძმარაულის ქ.).
საპატრიარქოს ცნობით, სამი მხრიდან - ვაკე, საბურთალო, დიდუბე შეკრების ადგილი არის გმირთა მოედანი, სადაც ხალხი თავს მოიყრის 16.00 საათზე და შემდეგ მეტეხის ხიდისკენ გაემართება, ასი ათასი ქართველის წამების ადგილზე. მეტეხთან 18:00 საათზე მსვლელობას მეოთხე ნაკადი შეუერთდება და საზეიმო პარაკლისი შესრულდება.

















