წყალსადენის ქსელზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღეს თბილისის ნაძალადევის რაიონის სხვადასხვა ქუჩის მაცხოვრებლებს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება.
კერძოდ, როგორც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიქაუტაძისა და მანჯგალაძის ქუჩების კვეთაზე გამავალ წყალსადენის ქსელზე ჩატარდება.
შესამაბისად, 11:00-დან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება - ცოტნე დადიანის გამზირს, ჭყონდიდელის, ერისთავის, ზვარეთის, იფნევის, ახალდაბის, გოგაშენის, ბჟოლიეთის, კვერნაულის, ზესტაფონის, ბეჟანიშვილის, წიწამურის, მანჯგალაძის, მახინჯაურის, ცისარტყელას, რკინიგზისა და მათ მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგება ასევე შეეზღუდება გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს სანზონის დასახლებამდე.

















