ჯგუფი „შინ“ და პროექტი „ერთი ხმა“ უერთდება საქართველოში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობას და სოლიდარობას უცხადებს სტუდენტების პროტესტს.
პოპულარული ჯგუფის პოზიცია სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა.
როგორც „შინ“-ი აღნიშნავს, სტუდენტებმა გამოხატეს სამართლიანი პროტესტი ქვეყანაში გამეფებული უკანონობის წინააღმდეგ.
„შესაძლებელია მხარს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას ვუჭერდეთ, მაგრამ წარმოუდგენელია განსხვავებული შეხედულება გვქონდეს სისასტიკის, ადამიანების წამებისა და ღირსების შემლახველი ქმედებების შესახებ“ - აღნიშნავს ჯგუფი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სწორედ ასეთი ფაქტების, უზნეობისა და დანაშაულის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს საზოგადოება ერთ ხმად, იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც სჩადის, გეგმავს თუ მფარველობს სისასტიკეს.

















