სოხუმის დაცემიდან ხვალ 19 წელი სრულდება.
საქართველოს ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისთვის 13 თვისა და 13 დღიანი ბრძოლის შემდეგ, სოხუმის დაცემით დასრულდა.
ომმა აფხაზეთში 15 ათასამდე ქართველის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 250 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.
სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს. 27 სექტემბერს სოხუმი, 29 სექტემბერს ოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერს გალი დაეცა, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა.

















