სტუდენტთა საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა მთავრობის კანცელარიაში საკუთარი მოთხოვნები წერილობით წარადგინეს.
პატიმართა სოლიდარობის აქციის ფარგლებში მსვლელობით სტუდენტები დღეს სწორედ კანცელარიასთან მივიდნენ.
მათი მოთხოვნები პენიტენციალურ სისტემაში ჩადენილ დანაშაულზე ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯას, პატიმართა უფლებების დაცვას და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოიცავს.
როგორც აქციის მონაწილეები მოთხოვნების კანცელარიაში წარდგენამდე აცხადებდნენ, სტუდენტებმა უნდა შექმნან პრეცედენტი, რომ მთავრობა ხალხის სამსახურში ჩადგეს.
კანცელარიასთან აქცია უკვე დასრულებულია. როგორც სტუდენტები აცხადებენ, მათი ნაწილი ფილარმონიასთან მიმდინარე აქციას შეუერთდება.
ხვალ კი, სტუდენტები საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზდული ორგანიზაცია „დავითიანის“ აქციას სპორტის სასახლესთან შეუერთდებიან.

















