საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან გამართული პატიმართა სოლიდარობის აქციის მონაწილე სპორტსმენები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მსვლელობით მიემართებიან.
აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე მოძრაობენ, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.
სპორტსმენებს ავტომობილების მძღოლები გაბმული საყვირით სოლიდარობას უცხადებენ. მათ ტაშით ხვდება ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობა.
სპორტსმენები სკანდირებენ „საქართველოს გაუმარჯოს!“
სპორტსმენები უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე სუდენტების აქციას შეუერთდებიან.

















