თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საბაზისო და კლინიკური მედიცინის მიმართულებით ლექციებს უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები წაიკითხავენ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი უცხოელ პროფესორებს დღეს შეხვდა.
ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, ნორვეგიიდან, ავსტრიიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან და იტალიიდან ჩამოსული პროფესორები საუნივერსიტეტო კლინიკებში უფასო კონსულტაციებსა და ოპერაციებს ჩაატარებენ. მაგალითად, ჟვანიას სახელობის კლინიკაში ოპერაციებს ისრაელიდან ბავშვთა ქირურგი იცხაკ ვინოგრადი გეგმავს.

















