არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ხვალ წინასაარჩევნო ანგარიშის „სახელმწიფო სახსრების საარჩევნო მიზნით ხარჯვა“ პრეზენტაციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან“ აცნობეს, კვლევა ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების ანალიზს ეხება და პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.
მათივე ცნობით, ანგარიშში გაანალიზებულია ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტები და წარმოჩენილია ისეთი ტიპის პროგრამები, რომელთა განხორციელება დიდწილად წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურება.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.
ანგარიში მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

















