logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საქართველოში EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობა გაიხსნა
საქართველოში EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობა გაიხსნა
15:47 02.08.2021
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობა ოფიციალურად გაიხსნა.

საქართველოში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობის, EPLO-ს და თსუ-ს ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე გაიხსნა და ევროპულ ქვეყანათა თანამეგობრობაში საქართველოს ინტეგრაციის ხელშემწყობი საგანმანათლებლო-კვლევითი კომპონენტის შექმნას ისახავს მიზნად. რეგიონალური წარმომადგენლობა იქნება ერთგვარი ფორმატი, სადაც ევროპელი ექსპერტების, მეცნიერების და პრაქტიკოსების ჩართულობით განხორცილდება კვლევები, ტრენინგები, შეიქმნება საგანამანათლებლო პროგრამები, მათ შორის საჯარო სამსახურებისთვის იმ საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რაც ევროინტეგრაციის პროცესს უკავშირდება. სამუშაო პროცესში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მეცნიერები, მკვლევრები და პრაქტიკოსები.

EPLO-ს წარმომადგენლობა ასევე ხელს შეუწყობს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე პროფესიული და კვალიფიციური საჯარო დისკუსიების, ლექციების, სემინარების წარმართვას, რაც მიმართული იქნება ანტიევროპული პროპაგანდისა და ევროპული ინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ამ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოში.

„EPLO-ს ოფისი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს საჯარო სამართალში ბევრ ინიციატივას კავკასიის რეგიონში,“-განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისივე თქმით, ძალიან იშვიათია, როდესაც ევროგაერთიანების არაწევრ ქვეყანაში იხსნება წარმომადგენლობა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ორი სახელმწიფო უწყება - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო არის EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, საქართველოში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის წარმომადგენლობის გახსნა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ევროინტეგრაციის მიმართულებით საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში. „ევროპული ინტეგრაციის პროცესები, როგორც უმაღლესი განათლების, ასევე სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების მხრიდან არის კვლევების სახით მხარდაჭერილი. ამ პროგრამის ფარგლებში წარმომადგენლობა იმუშავებს ახალ საგანმანათლებლო პროგრამაზე როგორც სამაგისტრო, ასევე სადოქტორო საფეხურისთვის. ასევე, უფრო ინტენსიური გახდება კვლევები ევროპის მიმართულებით,“-განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

ცერემონიას EPLO-ს მმართველი საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი სპიროს ფლოგაიტისი, რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იოსებ ნანობაშვილი, საბერძნეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საართველოში დიმიტრიოს კარაბალისი, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია ესწრებოდნენ.

„ჩვენ გვსურს წვლილი შევიტანოთ საქართველოს სამზადისში ევროპული ინტეგრაციის გზაზე. იმისათვის, რომ ეს ოცნება ახდეს, ქვეყანას სჭირდება მზაობა განათლების, მენტალიტეტის, რეფორმების თვალსაზრისით, რადგან როცა ეს მომენტი დადგება, ქვეყანა მზად იყოს. ჩვენ ყველა ვიქნებით მოხარული, როცა ევროკავშირში ახალი წევრი სახელმწიფო გვეყოლება“-განაცხადა EPLO-ს მმართველი საბჭოს პრეზიდენტმა სპიროს ფლოგაიტისმა. მისი თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი პირველი რეგიონში, ვისთანაც წარმატებით ხორცირელდება თანამშრომლობა.
„ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონულ წარმომადგენლობას აქვს პოტენციალი რომ გახდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშემწყობი კვლევითი-საგანმანათლებლო კომპონენტი. ამ მიზნით, განცხორციელდება ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხების რეგულარული კვლევა, რომელშიც ჩაერთვებიან როგორც ამ საერთაშორისო ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ქსელი, ასევე თვალსაჩინო ექსპერტები სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან. ჩვენ ვართ უაღრესად მადლიერები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რომელმაც გადმოგვცა სარგებლობაში ოფისი და უაღრესად ვაფასებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წვლილს ამ წარმომადგენლობის დაფუძნების საქმეში,“-განაცხადა წარმომადგენლოობის ხელმძღვანელმა იოსებ ნანობაშვილმა.

საქართველო EPLO-ში 2010 წელს გაწევრიანდა, 2020 წლის 13 აგვისტოს კი ამოქმედდა შეთანხმება რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის შესახებ, რაც კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნებოდა საქართველოში ევროპული ფასეულობების განმტკიცების, ევროპის საჯარო სამართლის პრინციპების და საჯარო მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა