logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: მსოფლიო ბანკთან ერთად ვამუშავებთ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელს, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაზო დაფინანსებას გულისხმობს
მიხეილ ჩხენკელი: მსოფლიო ბანკთან ერთად ვამუშავებთ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელს, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაზო დაფინანსებას გულისხმობს
15:45 30.07.2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ხარისხიანი უმაღლესი განათლება სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და აღნიშნული მიზნის მისაღწევად საზოგადოებას სამინისტროს ხედვა წარუდგინა:

„მიზნის მისაღწევად 3 ძირითადი ამოცანა იკვეთება: პირველი, უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადების ხელშეწყობაა. ამ მიზნის მისაღწევად უნივერსიტეტებმა ინდუსტრიასთან კავშირში უნდა შეიმუშაონ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით განახორციელონ ერთობლივი/ორმაგი კვალიფიკაციის მიმნიჭებელი პროგრამები და მოიპოვონ საერთაშორისო აკრედიტაცია. უნივერსიტეტები შეფასდებიან ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობის გზით.

მეორე ამოცანა გახლავთ უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მოხდება ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა: სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გარემოს განვითარება, უნივერსიტეტების აღჭურვა ადაპტირებული სასწავლო მასალებით, სპეციალური ტექნიკითა და რესურსებით, ასევე მოხდება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებიდან სტუდენტების უმაღლეს განათლებაში მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა.

მესამე მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს უმაღლესი განათლების ეფექტური დაფინანსების მოდელისა და შედეგზე ორიენტირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რაც უნივერსიტეტების განვითარებასა და ინსტიტუციურ მდგრადობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე და აღნიშნა, რომ სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად ამუშავებს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელს, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაზო დაფინანსებას გულისხმობს. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ახალი მოდელის დანერგვის შედეგად უნივერსიტეტები შეძლებენ, დაგეგმონ სტრატეგიული განვითარების მიმართულებები, განახორციელონ საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო ლაბორატორიების მოდერნიზაცია, დააფინანსონ სამეცნიერო კვლევები და დახვეწონ პროფესორთა ანაზღაურების სისტემა. ახალ მოდელში გათვალისწინებული იქნება რეგიონული უნივერსიტეტების საჭიროებები.

მინისტრი მიიჩნევს, რომ რეფორმის შედეგად ქვეყანას ექნება კიდევ უფრო დახვეწილი უმაღლესი განათლების სისტემა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. გეგმის განსახორციელებლად კი ეტაპობრივად გაიზრდება უმაღლესი განათლების ბიუჯეტი, რომელიც 2030 წლისთვის 270 მლნ ლარს მიაღწევს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა